Friday, April 25, 2014

Black Sabbath - Paranoid

კიდევ ერთი პოსტი მომაწოდა Meragur-მა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)

,,ეხლა B კატეგორიის თრეკი სხვა მონსტრისგან: 1970 წელს ალბომის ჩაწერისას, როცა ყველა სადილზეწავიდა ტონი აიომი დარჩა და ბას გიტარაზე რიფებზე ჩალიჩობდა და როცა დაბრუნდნენ იგი უბრალო რიფებს უკრავდა დანარჩენები ხმის ამოუღებლად აყვნენ მას და მიიღეს Paranoid-ი, ამ თრეკმა მისცა სახელი ალბომს......ერთი ვერსიით ეს არავის უნდა მოესმინა, მხოლოდ პროდუსერის დაჟინებული მოთხოვნით ჯგუფმა გააგრძელა ამ ტრეკზე მუშაობა.. ამ ტრეკმა შეასრულა ძრავის ფუნქცია ჯგუფი Neu!-ს რომელმაც მისცა დასაბამი პანკ-როკის ახალ ტალღას..... გენიალურობა უბრალოებაშია..."

   ამას დავამატებ, რომ ტონი აიომი თავის წიგნში ამბობს თავიდან არც მე და არც ოზიმ არ ვიცოდით სიტყვა პარანოიის მნიშვნელობაო. შესაბამისად ლირიკის ,,შავი სამუშაო" დაუტოვეს ბასისტ ბატლერს, რომელზედაც დიდი იმედებს ამყარებდნენ. 1970 წელს შეასრულეს პირველად. შემდეგ 2002 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოქროს იუბილეზე ტომიმ, ოზიმ და ფილ კოლინსმა შეუსრულეს დედოფალს საიუბილეოდ ეს სიმღერა.

0 comments:

Post a Comment

 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo