ავტორი: გიორგი წერეთელი
ფრანგული ლიტერატურისთვის ,,სიმღერა როლანდზე“ ისეთივე მნიშნველოვანი კულტურული
ძეგლია, როგორც ესპანელებისთვის ,,დონ კიხოტი“ ან თუნდაც ქართველებისთვის ,,ვეფხისტყაოსანი“.
ამ მეთორმეტე საუკუნის ეპიკური ჟანრის ნაწარმოებს, სავარაუდოდ, ისტორიული ფაქტი აქვს
საფუძვლად. კერძოდ, როცა ფრანკთა მეფე, კარლოს დიდი, ესპანეთის ლაშქრობიდან ბრუნდებოდა,
მის ზურგის მცველ რაზმს თავს ბასკები დაესხნენ რონსევალის ხეობაში და მთლიანად ამოწყვიტეს.
ამ ბრძოლაში დაიღუპა წარჩინებული რაინდი როლანდი თავის თანამებრძოლებთან და მეგობრებთან
ერთად. სწორედ ამ ამბავთან დაკავშირებით მძლავრად ჩაირთო ხალხის ფანტაზია და სახელოვან
რაინდზე პოემა შეთხზეს, რომლის ზუსტი ავტორი არაა ცნობილი და შესაძლოა ხალხურიც კი
ეწოდოს. როგორც მწერლებს ჩვევიათ ხოლმე, ისტორიული პერსონაჟზე ნაწარმოების წერისას
საკმაოდ ბლომად ვხვდებით გაზვიადებებს, განსაკუთრებით კი როლანდის პერსონაჟის შესახებ.
ეს ალბათ ნორმალური მოვლენაა, რადგან როგორც კონსტანტინე გამსახურიდა წერდა, ,,მწერლობა
მხოლოდ მიჩქმალული გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ და სხვა არაფერი“. შესაბამისად ,
რომ არა ეს პოემა, ჩვენი წარმოდგენა როლანდის შესახებ ძალიან მშრალი იქნებოდა.
ნაწარმოების სიუჟეტი საკმაოდ მარტივია და რეალური ისტორიული ამბავიც, რომელზეც
არის დაფუძნებული, საკმაოდ შეცვლილია. კერძოდ, ავტორმა(ავტორებმა) ბასკების ადგილზე შემოიყვანა
,,ურჯულონი“, სარკინოზები, რომლებიც ტრადიციულად
ფრანკების და ზოგადად ქრისტიანების მუდმივი მტერი იყო. რადგან მეთორემტე საუკუნეში
საკმაოდ აქტუალური იყო მაჰმადიანთა და ქრისტიანთა დაპირისპირება(ჯვაროსნული ომები),
ეს გადაწყვეტილებაც ბუნებრივი იყო. მთელი ესპანეთის დამმორჩილებელი კარლოსი უკანასკნელ
სამფლობელოს, სარაგოსას, იყო თავისი ჯარით
მიმდგარი, როდესაც სარაგოსას მმართველი მეფე მარსილი მას ელჩებს გაუგზავნის ზავის თხოვნით.
აქ გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ ფრანკთა სახელოვანი მეფე უკვე ხნიერი იყო და
როგორც ნაწარმოებში გაზვიადებით წერია - ,,უკვე 200 წელზე მეტის“. კარლოსი დაღლილი
იყო ამდენი ბრძოლით, კიდევ ახალი მსხვერპლი ნამდვილად აღარ უნდოდა და ყველაფერს იღონებდა, ოღონდ მინიმალური დანაკარგებით
გამოსულიყო, როგორც ბრძენ მეფეებს ჩვევიათ ხოლმე. ამიტომ ზავის პირობების წასაყენებლად
მან ელჩის გაგზავნა გადაწყვიტა. კარლოსს მოეწონა როლანდის აზრი, რომ ელჩად გაეშვათ
მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი განელონი გაეშვათ. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ
ჩაუყარა საფუძველი ღალატს. განელონმა ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ როლანდმა ის ,,გაწირა“
მაჰმადიანთან ელჩად გასაშვებად და მათ შორის სამუდამო შუღლი ჩამოვარდა. მაჰმადიანთა
მეფე მარსილთან მისულმა განელონმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა როლანდის დასაღუპად, კერძოდ,
კარლოსისთვის ძღვენი გაეგზავნათ , რათა საფრანგეთისკენ აეღო გეზი გულდამშვიდებულს,
ხოლო უკანა რაზმის მეთაურად როლანდი დაეყენებინათ. სწორედ ამ დროს დაესხმებოდა თავს
მაჰმადიანთა მრავალრიცხოვანი ჯარი როლანდის დანაყოფს და გაანადგურებდა. აქ აღსანიშნავია
ის მომენტი, რომ მარსილი არ არის ბრძენი, წინდახედული მმართველი. ის ფაქტი, რომ როლანდის
დაღუპვა ადრე თუ გვიან კარლოსის განრისხებას და შურისძიებას გამოიწვევდა, მემგონი ძნელი
გასაანალიზებელი არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ცხელ გულზე წამიერი სურვილის დასაკმაყოფილებლად
მარსილმა მთელი სახელმწიფოებრივობის პრობლემა დააყენა საფრთხის ქვეშ.
სანამ უშუალოდ ბრძოლაზე გადავიდოდზე, აქ აღსანიშნავი იყო როლანდის სიზმრის
ეპიზოდი. ზოგადად სიზმარს ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება მხატვრულ ლიტერატურაში და
უმეტეს შემთხვევაში მას ალეგორიული ხასიათი უფრო აქვს , ვიდრე სიმბოლური. როლანდს ესიზმრება
კარლოსი, რომელსაც მარჯვენა ხელზე დათვი კბენს. ეს დათვი რა თქმა უნდა მაჰმადიანთა
ალეგორიაა , ხოლო მარჯვენა ხელი კი როლანდის, რადგან როგორც თავად ნაწარმოები გვეუბნება,
როლანდი კარლოს დიდის მარჯვენა ხელი იყო, ძირითადი დასაყრდენი ფიგურა. თუმცა ამ სიზმრისთვის
ყურადღება არ მიუქცევია.
რა თქმა უნდა, განელონის გეგმაც წარმატებით განხორციელდა. კარლოსმა როლანდს
უკანა რაზმის მეთაურობა ჩააბარა და 20000 კაცთან ერთად დაუტოვა 12 სახელოვანი პერი.
როლანდის გვერდით დარჩა ასევე მისი ბავშვობის მეგობარი რაინდი ოლივიე(რომელიც ნაწარმოებში
სიბრძნის რეპრეზენტირებაა) და სარკინოზებთან ბრძოლაში გამოწრთობილი მთავარეპისკოპოსი.
თუმცა ფრანგთა ეს რაზმი არ იყო საკმარისი ასიათასობით სარკინოზების შესაკავებლად, რომელთა
ურდო რაინდმა ოლივიემ შენიშნა მთიდან. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო მომენტი.
ბავშვობის მეგობარმა როლანდს ურჩია ჩაებერა საყვირისთვის, რათა მეფის ძირითადი ამალა
მოშველებოდათ. მან ეს თხოვნა სამჯერ გაუმეორა, უთხრა რომ მათი გმირობა და ომში გამოცდილება
ვერ შეაკავებდა მრავალრიცხოვან მტერს, თუმცა როლანდი გაკერპებული იყო. ის იყო ტიპური
მეომარი ადამიანი, ძალიან სუსტი სტრატეგოსი, მრავალი ბრძოლის მოგებით გაამპარტავნებული.
არც კი იკადრა საყვირის ჩაბერვა, ეს სამარცხვინო საქმე ეგონა გულფიცხელ რაინდს. იმდენად
დარწმუნებული იყო თავის ძალაში, რომ ამ ახირების გამო 20000 მეომრისა და ბავშოვბის
მეგობრის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა. მტერმაც მისი ეს სისუსტე გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ როლანდის რაზმმა რამდენიმე შეტევა წარმატებით მოიგერია, ბრძოლის
მოგება წარმოუდგენელი იყო. სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე არ დადგა და მხოლოდ რამდენიმე
ათეული კაცი არ დარჩა მის გვერდით, მანამდე ვერ გააანალიზა თავისი შეცდომა. ოლივიე
კი, რომელიც სიბრძნის სიმბოლოა პოემაში, პირდაპირ ადანაშაულებს როლანდს თანამოძმეთა
სიკვდილში. პირისპირ ეუბნება ,,როდის ქონდა სიგიჟესა და გმირობას საერთო რამე?“...
მან თვალნათლივ აჩვენა თუ როგორ გადავიდა როლანდი გმირობიდან ფანატიზმში, რომელსაც
საფუძვლად ამპარტავნება ედო, თუმცა როგორც ნამდვილ დიდსულოვან რაინდს ახაიათებს, როლანდის
მიმართ ერთი წუთითაც არ გაუვლია გულში სიავე ან შუღლი. ამ უკანასკნელმაც კარგად უწყოდა
ამის შესახებ და ამის გამოსასწორებლად , მიუხედავად იმისა რომ უკვე დაგვიანებული იყო,
საყვირს ისეთი ძალით ჩაბერა, რომ საფეთქლები დაუსკდა და ამ ჭრილობით გარდაიცვალა. როლანდი
ამ შეუპოვარი ბრძოლისა და ხასიათის გამო ხალხმა გააღმერთა და ნაწარმოები უძღვნა. ამ
მოვლენის ახსნა ალბათ იმით შეიძება, რომ იმ პერიოდში უპირატესობა უფრო ფიზიკურ ძალასა
და მონაცემებს ენიჭებოდა, ვიდრე გონებრიობას. შესაბამისად, ნამდვილად საღად მოაზროვნე
რაინდ ოლივიეს პერსონაჟმა კი უკანა პლანზე გადაიწია.
რა თქმა უნდა ნაწარმოები კარლოსის შურისძიებით სრულდება, მუსლიმებს ვერც
თავიანთმა მოკავშირე ემირმა ვერ უშველა. გამძვინვარებული კარლოსი იპყრობს სარაგოსას
და ტყვეებით საფრანგეთში გამარჯვებული ბრუნდება, სადაც განელონის გასამართლება უნდა
მოხდეს. აქ ვფქირობ, ერთი რამე არის აღსაღნიშნი. განელონის ტიპური სახის სამშოლოს მოღალატედ ჩათვლა არასწორი იქნება. მას უშუალოდ როლანდის მიმართ
შურისძიების სურვილი ამოძრავებდა და არა მეფის ან თვითონ ქვეყნის. მართალია როლანდი
თავად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა განელონი იმდენს ვერ ხვდებოდა,
რომ როლანდის მოკვლით უშუალოდ სახელმწიფოს
აყენებდა ზიანს. ამიტომ ასე ერთბაშად მოღალატის მანტიასაც ვერ მოვასხამთ.
6 comments:
👍👍👍
venave kolegas
განელონი მაგდენს თუ ვერ ხვდებოდა მოღალატე კიარა შტერი ყოფილა :დდდ
batono zaal davalebis qulas rodis sheitant emis.freeuni.edu.ge ze
igive ogond welsac
batono zaal rato gvawamebt
Post a Comment