ძირითადი სიუჟეტი არის ის, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელების შემოსევაა. (მე-20 საუკუნის ბოლო) არ გეგონოთ ბოროტი მიზანი გააჩნდეთ მათ და მავნებლობას აპირებდნენ დედამიწაზე. ისინი უფრო თავიანთი სიკეთით უღებენ ბოლოს კაცობრიობას. მათ წიგნში ჰქვიათ ,,overlords" ანუ უმაღლესი მმართველები იქნება ალბათ სწორი, მარა მოდი დავტოვოთ ტერმინი ოვერლორდი. მათი უპირველესი მიზანია კაცობრიობის ,,განიარაღება" და ცივი ომის რკინის ფარდის გალღობა მოახდინონ. მიზანს ადვილად მიაღწევენ, საბოლოოდ დედამიწაზე დაისადგურა სიმშვიდემ, კეთილდღეობამ, აღარ არის ომები, შიმშილი, ეპიდემიები და ა.შ. უტოპია დამყარდა მოკლედ!
ისე ბევრი პოლიტიკური ქვეტექსტი იყო შიგნით:
კომუნისტები ვს შტატები
ოვერლორდები ისე ჩადგნენ მათ შორის გეგონება რკინის ფარდის ფუნქცია შეითავსესო. ადამიანს აეკრძალა განვითარება, კულტურის შექმნა. სამაგიეროდ მიიღო მსოფლიო მშვიდობა, ჰარმონია, ფული და საჭმელი. დანაშაული აღარ ხდება. ამის პარალელურად კაცობრიობის გონი დაჩლუნგდა, ახალი არაფერი იქმნება, ყველა მატერიალური სიკეთე ხელმისაწვდომია. კულტურული განვითარება თითქოს გამყინვარების ეპოქაში მოხვდა. სამუშაოსაც კი რობოტები ასრულებენ.
ოვერლორდების შემოსვლა ტიპიური კოლონიალიზმია. როგორც ინგლისი-ინდოეთი და ა.შ. დადებითი მხარე ამასაც აქვს ორი აზრი არ არის. კოლონია ვითარდება ძლევამოსილი კოლონიზატორის წყალობით. შედის ახალი ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კულტურაც კი. მაგრამ არის კი ეს სასრუველი? ანუ ის რომ განვითარებაში გეხმარება გარედან მოსული ტიპი, რომელიც თავის წესებს გახვევს თავზე. რა თქმა უნდა არა. სჯობს ყველაფერმა თავის წვენში იდუღოს და საზოგადოებას დავუტოვოთ თვითგამორკვევის იდეა. აი ეს აკლდა ოვერლორდებს. მათ სიკეთით და სათნოებით გააჩანაგეს ადამიანის ინდივიდუალიზმი.
მთავარი კითხვა, რომელიც ნაწარმოებში ისმის: რა არის თავისუფლება შეცდომების დაშვების თავისუფლების გარეშე?
ნაწარმოები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისგან. მთელი წიგნის მანძილზე ვერ ვგებულობდი სათაურის შინაარსს, რა შუაშია ბავშვობის დასასრული? მაგრამ ბოლო თავები ყველა კითხვას პასუხს სცემს. ათბალიანი შეფასების სიტემიდან თავისუფლად დავუწერდი 6-7 ქულას. ვისაც ტოტალურ კონტროლზე ევასება წიგნები, იმათ გაცილებით მოეწონებათ.
0 comments:
Post a Comment