Thursday, May 15, 2014

Uriah Heep - Album: Look At Yourself




კიდევ ერთი პოსტი მომაწოდა Meragur-მა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)

ე.ი. Deep Purple - Child in Time-ს უპასუხა მეორე დიდმა მონსტრმა Uriah Heep-მა თავის მესამე ალბომში 1973 წელს ........ბაირონმა და ჰენსლიმ დაწერეს 10 წუთიანი კომპოზიცია july morning, რითაც გააგრძელეს ტრადიცია - ყოველ ალბომში ხანგრძლივი და ეპიკური კომპოზიციის არსებობისა და რაც მთავარია შექმნეს შედევრი - იწყება პასტორალური ორთანული აკორდებით მას უერთდება გიტარის უხეში რიფები , შემდეგ წყნარდება და გიტარის "საგანგაშო " რიფეBში ისმის ბაირონის ლირიული ვოკალი, რომელიც ჭექა-ქუხილიანი ღამის შემდეგ დამდგარ დილას დაწყებული სიყვარულის ძიაბაზე გვამცნობს..........შემდეგ კიდევ გადადის-გადმოდის, ფეთქდება-წყნარდება მუსიკა..........მოკლედ ეს კომპოზიცია ამ ალბომის ცენტრალური ელემენტია-სხვათაშორის აჩვენებს საითკენ წავა ჯგუფის შემოქმედებითი ხაზი.............მაგრამ საოცრება: ყოფილი საბჭოთა კავსირის გარდა იგი არცერთ სხვა ქვეყანასი პოპულარული არ გამხდარა და არც ჩარტებში მომხვდარა..........
და კიდევ ერთი ამ აკომპოზიციის ჩაწერისას "მუგ" სინთეზატორზე Manfred Mann-ი მოღვაწეობს, ვინაიდან Ken Hensley -ს ეს ინსტრუმენტი ჯერ არ აუთვისებია.........

Thursday, May 8, 2014

Наути́лус Помпи́лиус - Прогулки по воде


რუსულმა როკმა რა დააშავა. არც არაფერი.რამდენიმე კარგი ჯგუფი რუსეთში იყო და არის. ერთ-ერთი მათგანია თქვენს წინაშეა. ჯგუფი დაარსებულია 1982-1983 წლებში. სიმღერა ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული შეიძლება ითქვას. არსებობს რამდენიმე ლაივ ვერსია იუთუბზე. გირჩევთ უყუროთ. 2 კლიპი იქნა გაკეთებული, ერთი ჩვეულებრივი და მეორე ანიმაციური.
  მოციქულ ანდრიაზეა საუბარი ტექსტში, სადაც ის ქრისტეს თხოვს გაუმხილოს ,,საიდუმლო". მოკლედ ტექსტიც შინაარსიანია და შესრულებაც კარგია! + 12 მაისი ანდრია მოციქულის ხსენების დღე ახლოვდება და წინასწარ გილოცავთ. :)))

Tuesday, May 6, 2014

Deep Purple - Child in Time

ტექსტის ავტორი იან გილანი. ამბობენ სიმღერა დაწერია საპროტესტო ნოტაზეო. კერძოდ, ამერიკისა და ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. პიანინოსა და გიტარაზე გახლავთ ჯონ ლორდი და რიჩი ბლექმორი!

Sunday, May 4, 2014

Genesis - Stagnation

 ეს პოსტი და შემდეგი რამდენიმე (2-3) მინდა მივუძღვნა ამ უძლიერესი ბენდის ჩემთვის საყვარელ ნამუშევრებს. თან ისეთს შევარჩევ რაც შეილება ერთი შეხედვით გამოგეპაროს კაცს, არადა ღირებულია.
 ეს თრექი გვხვდება გენეზისის მეორე სტუდიურ ალბომში, რომლითაც ჯგუფი შევიდა ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე. ამ ალბომს ინგლისში დიდად ვერ სწყალობდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ საკმაოდ მოიპოვა აღიარება... ისე მუსიკალურ ჟურნალებში საკმაოდაც აკრიტიკებდნენ. გიტარები ისე ნელა უკრავენ შეილება დაგეძინოსო, მოკლედ მოსაწყენიაო როგორც როლინგ სთოუნზში დაწერეს. :დ
  არის თუ არა მოასაწყენი თავად განსაჯეთ, მარა ამ ალბომიდან ეს თრექი შეიძლება ითქვას ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნამუშევარია.

Friday, May 2, 2014

Rocket Scientists კიდევ ერთი საინტერესო ჯგუფი!

უბრალოდ არ გამოტოვოთ
კაი რაღაცაა! შესანიშნავი!

მცირე ბიოგრაფიით მოგამარაგებთ ჯგუფის შესახებ:
სტარტს იღებს 80იან წლებში, შესანიშნავი კიბორდით Erik Norlander. ჯგუფი დაარსა გიტარისტმა Mark McCrite-მა. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ ამ ჯგუფმა სათავე დაუდო ნეო პროგრესივ როკს. თუმცა ასევე ბევრი თვლის, რომ ჯგუფი უფრო შორს წავიდა და მეტალის, ჰარდის ელემენტებიც შემოიტანა. მთავარ სტრუქტურაზე ყველა თანხმდება - 100% სიმფონიური პროგია.
Erik Norlander ბენდის მთავარი სულისჩამდგმელი 1967 წელს დიაბადა კალიფორნიაში. ბავშვობიდან კლასიკურს მუსიკაში, ასევე ჯაზის შესახებ იყო დაინტერესებული. მარა როგორც თვითონ ამბობს მასზე დიდი გავლენა პროგის დამფუძნებელმა მამება მოახდინეს. ახსენებს ისეთ არტისტებს როგორიცაა Rick Wakeman, Jon Lord, Keith Emerson, Mike Pinder, Geoff Downes. ჯგუფის დაფუძნებიდან 4 წლის შემდეგ გამოვიდა მათი პირველი ალბომი Earthbound" (1993). ეს ალბომი შეიძლება ყველაზე სუსტად მივიჩნიოთ დანარჩენებთან შედარებით.
შემდეგი ალბომა "Brutal Architecture" რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს და დიდი ნახტომი იყო ამ ბენდის კარიერაში... 1998-1999 წლებში ორი ალბომი გამოუშვეს. 2000 დან 2006მე შესვენება ჰქონდათ. ჯგუფის წევრები უფრო სოლო კარიერაზე იყვნენ ორიენტირებული... აი 2006 წელს კი გამოუშVეს ერთიანი ალბომი! რომელიც მე არ ვიცი და უნდა მოვიძიო.

Supa Chief - Animal Woman

კიდევ ერთი პოსტი მომაწოდა Meragur-მა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)
 ,,ჯგუფი არა-არა მონსტრი “Supa Chief” კალიფორნიის ქალაქ Orange County-დან არის, მის შემადგენლობაშია:
Bob DeMalignon - vocals
Mike Carousal - guitar
Dan Shattuck - guitar
Dennis Koker - bass
James Shattuck – drums
ან ჩამოთვლას რა აზრი აქვს ამის შემდეგ არსად გამოჩენილან........
ამის შემდეგ-მეთქი, არადა ეს სულ ორი ტრეკია...........
ხმამაღალი და სულელური, მაგრამ ამავე დროს უმაგრესი საუნდი, გიტარაზე სოლო უნაკლოდ და მაღალდონეზეა, დრამი - ღრმა.........
ეს ორტრეკიანი მონსტრი(არა ჯგუფი) სრულალბომიან უამრავ ჯგუფს ფორას მისცემს და გადაასწრებს............
თავად განსაჯეთ........."

Thursday, May 1, 2014

Haze - Decision

კიდევ ერთი პოსტი მომაწოდა Meragur-მა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)
 ერთალბომიანი ორიგინალური ჯგუფი ფრანკფურტიდან, რომლის ლიდერი ბას-გიტარისტი-Dietmar Löw-ეა, იგია სიმღერების ავტორი......არადა სულ 5-ი ტრეკია......... ვოკალი Christian Scherler(ინგლისურია) უჩვეულო და ყველაზე უცნაურია არამარტო გერმანულ არამედ მსოფლიო მსოფლიო პროგრესიულ როკში........ბიჭი იმდენად კი არ მღერის, რამდენადაც ყვირის, მაგრამ ესეც ერთგვარი კაიფია.......ვინაიდან ავტორი ბას-გიტარისტია კომპოზიციებიც დამძიმებულია და მეტალურგებსაც დააინტერესებს........ბევრი, რომ არ გავაგრძელო ჩემი აზრით ალბომი მძიმე ფსიქოდელიური პროგრესივის all-time masterpiece......... არის ფლეიტაც!!!!!!!!!!! და ბოლო კომპოზიცია უმძიმესი ბლუზია.......
 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo