Tuesday, April 29, 2014

Uriah Heep - Bird of Prey



კიდევ ერთი პოსტი მომაწოდა Meragur-მა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)

,,მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო Uriah Heep-ის ცნობილ ჰიტზე "BIRD OF PREY" (მტაცებელი ფრინველი) ......
იგი ცოტა ადრე დაიწერა Mick Box, David Byron, Ken Hensley, Paul Newton-ის მიერ და შევიდა მეორე სტუდიურ ალბომში Salisbury (1971), მაგრამ რატომღაც ამერიკულ გამოცემაში იგი არ იყო ......
არადა ჩემი და არამარტო ჩემი აზრით ეს სიმღერა ერთ-ერთი თუ ერთადერთი საუკეთესოა ჯგუფის შემოქმედებაში. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ David Byron-ი საუკეთესო ვოკალისტთა სამეულში ჩავსვი.... გადასარევი მრავალ იარუსიანი გუნდი, რომლის მსგავსი მოძიება როკში და განსაკუთრებით იმ პერიოდში ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა... მხოლოდ QUEEN-ი და Yes-ი თუ მივა ახლოს მითუმეტეს, რომ ამ მონსტრებმა Uriah Heep-სგან ისწავლეს ეს ხელობა........
Uriah Heep-ი იყო პირველი რომელიც ასეთ მძლავრ მისამღერს ჰარდის თანხლებით ახერხებდა...
კიდევ ერთი ფორმულა "riff-stop-riff" ( სიმართლე უნდა ითქვა ეს პორველად პირველი ალბომში შესული "GYPSY"_ში იქნა გამოყენებული) მუსიკალური საუნდისთვის გახდა უმთავრესი ელემენტი.....ეს ფორმულა არ ახალია პირიქით 40-50-იანი წლების ჩიკაგოელი ბლუზმენებისთვის ძალიან ცნობილია, მაგრამ აი Uriah Heep-მა პირველებმა აიღეს იგი შეიარაღებაში როგორც ეფექტური ემოციანარული დარტყმა და არტილერულ ზალპებამდე დაამძიმეს საშინელ პაუზებთან მონაცვლეობით..........
მოკლედ უმაღლესი ნოტების კასკადით David Byron-ი და არავინ სხვა საუკეთესო ვოკალისტების ელიტაში დაიმკვიდრა ადგილი და ........... მანაც მავნე ჩვევის(ამჯერად ალკოჰოლიზმი) წყალობით ადრიანად გავიდა მუსიკის საზღვრებიდან....... და 1985 წელს გარდაიცვალა ........."

Monday, April 28, 2014

Deep Purple - When a Blind Man Cries

სადმე ვთქვი მუსიკის მარგალიტებს არ შემოგთავაზებთ მეთქი?? მგონი არა. თუ კი, შემახსენეთ რომ აწი აღარ მოგაბეზროთ თავი!!!

      ჰოო ვის ვხედავთ აქ. არც გავბედავ ბიოგრაფიის მოკლედ ექსკურსის ჩატარებას.
    რიჩი ბლექმორს არ ევასებოდა ეს თრექი. სანამ ის ფარფლებში იყო ვერც კი ბედავდნენ ამის დაკვარს. თუმცა 1972 წელს მაინც შესრულდა ეს სიმღერა, ისიც იმიტომ რომ რიჩი ავად იყო და ის ჩაანაცვლა რენდი კალიფორნიამ. (ჯგუფი spiriT) 
  
When a blind man cries, Lord you know, there ain't no sadder tale


Pink Floyd - Shine on You crazy Diamond

კიდევ ერთი პოსტი მომაწოდა Meragur-მა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)

,,ადრე გაგაცანით სიდ ბარეტის და Pink Floyd-ის ერთობლივი ბოლო შედევრი(!!!!!!!!!!) ამ შედევრის გარდა იმ ალბომისთვის კიდევ 4 სიმღერა ჩაწერეს ერთად, მაგრამ ალბომში მხოლოდ ეს შეიტანეს და ისიც სიმბოლურად ბოლოში განათავსეს!!!!!
სიდი თავისი მავნე ჩვევის შედეგად ნელა-ნელა შორდებოდა როგორც მუსიკას, ისე ამქვეყნიურ საზღვრებს ....... ცოტა ხანში გაგიჟდა......
ჯგუფმა თავის ერთ-ერთ დამაარსებელს და უდიდეს წევრს მიუძღვნა სიმღერა "SHINE ON YOUR CRAZY DIAMOND"-ი, რომლის ჩაწერისას სტუდიაში ცოტა მსუქანი და მთლად გაპარსული (წარბებიც-კი) ცელოფნის პაკეტით გამოცხადდა კაცი, რომელიც ჯგუფის წევრებს სტუდიის ტექნიკოსი ეგონათ...........
ცოტა ხანში მასში სიდი შეიცნეს-იგი უაზროთ საუბრობდა და არაადეკვატურად იქცეოდა, ამის შემხედვარე როჯერ უოტერსმა ცრემლი ვერ შეიკავა........
ბიჭებმა ბარეტს ეს სიმღერა ჩაურთეს, რომელზეც მას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.....
კიდევ შესთავაზეს მოსმენა, მაგრამ სიდმა უპასუხა: "რატომ? თქვენ ამ სიმღერას ამ წუთას არ მოუსმინეთო????"........
მან სტუდია მალევე დატოვა და იგი ჯგუფის წევრებს აღარასოდეს უნახავთ?????
თვით სიმღერა რომ სიდისადმია მიძღვნილი ამას სიმღერაში იმ შედევრის მსგავსად საყვირების პარტიაც მიგახვედრებთ, მხოლოდ იქ ის საყვირების პარტია მოსწავლეების დაკრულს გავდა, გავდა კი არა ნამდვილად ასე იყო სტუდიაში ჩაწერისას გვერდით სტუდიიდან შემოიჭრა......, აქ კი მაღალ პროპესიონალურბ დონეზეა შესრულებული.........."

Friday, April 25, 2014

Black Sabbath - Paranoid

კიდევ ერთი პოსტი მომაწოდა Meragur-მა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)

,,ეხლა B კატეგორიის თრეკი სხვა მონსტრისგან: 1970 წელს ალბომის ჩაწერისას, როცა ყველა სადილზეწავიდა ტონი აიომი დარჩა და ბას გიტარაზე რიფებზე ჩალიჩობდა და როცა დაბრუნდნენ იგი უბრალო რიფებს უკრავდა დანარჩენები ხმის ამოუღებლად აყვნენ მას და მიიღეს Paranoid-ი, ამ თრეკმა მისცა სახელი ალბომს......ერთი ვერსიით ეს არავის უნდა მოესმინა, მხოლოდ პროდუსერის დაჟინებული მოთხოვნით ჯგუფმა გააგრძელა ამ ტრეკზე მუშაობა.. ამ ტრეკმა შეასრულა ძრავის ფუნქცია ჯგუფი Neu!-ს რომელმაც მისცა დასაბამი პანკ-როკის ახალ ტალღას..... გენიალურობა უბრალოებაშია..."

   ამას დავამატებ, რომ ტონი აიომი თავის წიგნში ამბობს თავიდან არც მე და არც ოზიმ არ ვიცოდით სიტყვა პარანოიის მნიშვნელობაო. შესაბამისად ლირიკის ,,შავი სამუშაო" დაუტოვეს ბასისტ ბატლერს, რომელზედაც დიდი იმედებს ამყარებდნენ. 1970 წელს შეასრულეს პირველად. შემდეგ 2002 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოქროს იუბილეზე ტომიმ, ოზიმ და ფილ კოლინსმა შეუსრულეს დედოფალს საიუბილეოდ ეს სიმღერა.

Thursday, April 24, 2014

Jefferson Airplane - Somebody To Love

ეს ცნობილი ჯგუფი კალიფორნიაში ჩამოყალიბდა 1965 წელს. ერთ-ერთი პიონერი შეიგვიძლია ვუწოდოთ ფსიხოდელიურ პროგრესივ როკში. დამფუძნებელი მამა გახლდათ მარტინ ბალინი, რომელმაც ,,ბრიტანული შემოსევის" შემდეგ გადაწყვიტა ფოლკისა და როკის ელემენტების შეერთება. საბოლოოდ გადაწყვიტა 1965-ში ჩამოეყალიბებინა ბენდი!
   რაც შეეხება ამ სიმღერაში უმშვენიერისი ქალის ვოკალს. ეს გახლავთ გრეის სლიკი! ის ჯგუფს შემოუერთდა შექმნიდან 1 წლის შემდეგ. ამ ქალის მონაცემების წყალობით შეიძლება ითქვას ბენდი ხელახლა დაიბადა. განსაკუთრებული აქტიურობის წლები ჯგუფისთვის ფიქსრიდება 1965-1972.
   მე დაგპირდით დიდად თავს პოსტებით არ შეგაწყენთ მეთქი და იმედია ეგრეც ვიქცევი. ვისაც მეტის გაგება მოუნდება შეგიძლიათ დოკუმენტურ ფილმს უყუროთ ამ ჯგუფზე.
http://www.imdb.com/title/tt0427256/

Wednesday, April 23, 2014

Tonton Macoute - Dreams

ამ დიდებული ბენდი შესახებ მე არ მაქვს ბევრი ინფორმაცია. უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ. <3
 შესანიშნავი ნაზავია ჯაზისა და პროგრესივ როკის ელემენტების. გრძელი ინსტრუმენტალ პაუზებით. მოკლედ აუცილებლად ვურჩევ იმათ, ვისაც ნაღდი შედევრის ოღონდ მივიწყებული შედევრის აღმოჩენა უნდა!!!

Tuesday, April 22, 2014

Pink Floyd - Jugband blues. სიდ ბარეტის შედევრი!

ეს პოსტი მომაწოდა ერთმა მელომანმა ადამიანმა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)

,,მეგობარო ბევრი ვიფიქრე რით დაგხმარებოდი და უცებ გამახსენდა ერთი ტრეკი, არა-არა ეს ტრეკი არაა და არც სიმღერა- ეს 3 წუთიანი შედევრია .........
დიახ-დიახ შედევრი.......
ეს ბოლო ჩანაწერია, რომელიც დიდმა სიდმა დიდ ფლოიდებთან ერთად ჩაწერა.........
მოკლედ ასე იყო: თუ არ ვცდები 1968 წლის გაზაფხული იყო Pink Floyd -ის ორიგინალურ შემადგენლობას უკვე ძალიან უჭირდა სიდთან ურთიერთობა, გილმორიც მოწვეული ჰყავდათ და ხუთნი ცდილობდნენ დაკვრას... სტუდიაში მოვიდა სიდი ახალი მასალით ხელში იღებს გიტარას და რამდენიმე აკორდს იღებს და დანარჩენებს ეკითხრბა -მიხვდით ყველაფერს?
დანარჩენები თანხმობის ნიშნად იწყებენ დაკვრას, მაგრამ არაფერი გამოდით, ვინაიდან სიდი განსხვავებულ აკორდებს და განსხვავებულ ტემპში უკრავს........ასე გაგრძელდა რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე სიდი კითხულობდა -მიხვდით ყველაფერსო?....მეცხრე თუ მეათე ცდის შემდეგ როჯერ ვუტერსმა თქვა-მე ყველაფერს მივხვდიო და დემონსტრაციულად დადო გიტარა და გავიდა ეს მისი და სიდის ბოლო ერთად დაკვრა იყო......ეს ნამდვილად ესე იყო თუ არ არ ვიცი მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს შედევრი ბოლო ერთობლივი ნამუშევარია........"
   

           დიდი მადლობა Meragur-ს ამ საინტერესო ვიდეოსთვის. კიდევ კარგი მასალა მომაწოდა Pink Floyd - A Saucerful Of Secrets 1968 ეს ალბომი. მაგრამ აქ რომ დავდო ეგრე დამბლოკავს გუგლი საავტორო უფლებების დარღვევისთვის, თუ ვინმეს დააინტერესებს მომწეროს ფბ-ზე და მივცემ ლინკს. :)
   

Sunday, April 20, 2014

The Yardbirds - Evil Hearted You.(1965)

 ეს ჯგუფი არის ,,ბრიტანული შემოსევის" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1963 წელს შექმნილმა ,,ეზოს ჩიტებმა" (:D) ეს თრექი 1965 წელს გამოუშვეს სინგლის სახით და მალე ჰიტიც გახდა. ბრიტანულ მუსიკალურ ჩარტებში მესამე ადგილს ინარჩუნებდა კარგა ხნის განმავლობაში. აქ რაც ყურადღებას იპყრობს არის Jeff Beck-ის ვირტუოზობა გიტრაზე.
  ლირიკა არის ძალიან საინტერესო. აშკარად მაზოხიზმის ნიშნებს შეიცავს. :D მღერის გოგოზე, რომელიც გამუდმებით შეურაცხყოფს და აბუჩად იგდებს მომღერლის გრძნობებს, მარა ამ უკანასკნელს მაინც უყვარს. :D

Chastain - The Voice of the Cult. ალბომი: The Voice of the Cult (1988)


 ეს მეტალურგებისთვის. რაღაც ძალიან მაგარი და თან ნაკლებად ცნობილი მინდოდა შემომეთავაზებინა. ჰოდა არჩევანი რაზეც გავაკეთე კი ხედავთ. ^_^  1984 წელს დაარსდა ეს ჯგუფი დევიდ ჩესტეინის მიერ. აღსანიშნავია, რომ დღესაც აქტიურად აგრძელებენ მოღვაწეობას. 2013 წელს ახალი ალბომი გამოუშვეს ,,Surrender To No One".  არ მოგატყუებთ, არ მომისმენია, მაგრამ როგორც მიმოხილვეს გადავხედე საკმაოდ აქებენ თავგადაკლული მეტალურგებიც კი! რა თქმა უნდა 1985 წლის მათ სადებიუტო ალბომს ვერ შეედრებაო, მარა მსმენელზე კარგ შთაბეჭდილებას უეჭველად დატოვებსო!!
  მთავარი ამ ჯგუფში ჩემთვის არის ამ ადამიანის - Leather Leone--ის უმშვენიერესი და ამ ჟანრისთვის იდეალური ხმა!

Saturday, April 19, 2014

The Zombies - Gotta Get a Hold of Myself. ალბომი: The Zombies (1965)


 ბევრი ამბობს, რომ 1962 წელს შექმნილ ამ ბენდს ყველანაირი რესურსი ჰქონდა იმისა, რომ მიეღწია წარმატებას და თავის ნიშა დაეკავებინა მუსიკალურ ასპარეზზე. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო გაიზიარა ათასი სხვა მსგავსი ბენდის ბედი და დარჩა ჩრდილში. მხოლოდ ესე ,,კულუარულ" საუბრებში თუ გაახსენდება კაცს. რატომ ვდებ ამ ბლოგზე სიმართლე გითხრათ არც ვიცი :D. უბრალოდ იუთუბზე გადავაწყდი, მომაგონდა, ცოტა დავგუგლე, გავიხსენე და გაგახსენეთ. :D

The Kinks - Black Messiah. ალბომი: Misfits(1978)


1963 წელს შექმნილი ეს ინგლისური ბენდი ალბათ ბევრს გაგიგიათ. მთლად ისეც არ მინდა უცნობილესი ჯგუფების შემოგთავაზოთ, მარა უმაგისობაც არ გამოვა. შევეცდები ცნობილი ჯგუფების ნაკლებად ცნობილი ,,თრექები" შემოგთავაზოთ. ესეც ერთ-ერთი მათგანია. <3

Kansas - Dust In The Wind. ალბომი: Point of Know Return (1977)


 ეს სიმღერა 1978 წელს ცნობილი ჰიტი იყო. მე-6 ადგილს იკავებდა მუსიკალურ ჩარტებში. აღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი პირველი აკუსტიკური ,,ტრეკი" გახლდათ. ჰო, ცოტა განსხვავებული სტილი აშკარად შეიმჩნევა კანზასის სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით.  რაღაც სევდიანი მელოდია და ფილოსოფიური ლირიკა ახლავს. :))
I close my eyes
Only for a moment and the moment's gone
All my dreams
Pass before my eyes with curiosity
Dust in the wind
All we are is dust in the wind
Same old song
Just a drop of water in an endless sea
All we do
Crumbles to the ground, though we refuse to see



 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo