Thursday, October 30, 2014

Jupiter Sunset 70-იანი წლების უცნობი ჯგუფი



        არაფერი ვიცი ამ ბენდის შესახებ. (ნეტშიც ვერ ვნახე ინფორმაცია) ერთადერთი ფაქტი რაც ვნახე არის 1970 წლის ალბომი, რომლის დისკოგრაფიაც ასე გამოიყურება:

Symphonic Rock / Prog / Rock

JUPITER SUNSET (FRA) - 1970
A1 Novgorod 3:50
A2 Starlighter 2:40
A3 Highway Man 1:50
A4 Run Pebble Run 3:55
A5 Acre of Land 3:05
B1 Back in the Sun 3:50
B2 Monte-Carlo 2:20
B3 Don't Slam the Door When You Leave 3:10
B4 So Long Lorraine 3:00
B5 Two Castles 3:30

       ძალიან მომეწონა და ნახეთ თქვენც! ცოტა სიმფონიური პროგი, კლავიშები და ჯაზის ელემენტებიც!!

Wednesday, October 29, 2014

ჯემალ ქარჩხაძე- ქარავანი (მიმოხილვა)

ავტორი: გიორგი წერეთელი
თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის, ჩემი აზრით, ორი ყველაზე გამორჩეული ადამიანი თავიანთი შემოქმედებით  გურამ დოჩანაშვილი და ჯემალ ქარჩხაძეა (მიუხედავად იმისა რომ უკვე გარდაცვლილია). დღეს სწორედ ამ უკანასკნელის შემოქმედებაზე მინდა ვისაუბრო. ქარჩხაძეს საკმაოდ ბევრი საინტერესო ნაწარმოები აქვს დაწერილი და ერთ-ერთ აღსანიშნავ ნაშრომად ,,ქარავანი“ შეიძლება ჩაითვალოს. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ შინაარსობრივ(პერსონაჟულ) ანალიზზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ აშკარად იგრძნობა სიუჟეტური მსგავსება ,,სამოსელ პირველსა“ და ,,ქარავანს“ შორის. ორივე ნაწარმოებში ვხვდებით ფსევდოგმირს(ამ ტერმნიშვი ვგულისხმობ პერსონაჟს, რომლის ირგვლივაც ხდება მოქმედება, თუმცა მთავარ გმირად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს) , რომელმაც უნდა გაიაროს ცხოვრების რაღაც ეტაპი, უნდა ნახოს გაჭირვება, სიმწარე, სიხარული და ყველა ის ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს, რაც ადამიანის ,,დაღვინებისთვისაა“ აუცილებელი. ,,სამოსელ პირველში“ ასეთი გმირი დომენიკოა, ხოლო ქარავანში კი დომენიკოს ანალოგი აბელი. ცალკე თემაა საბოლოო ჯამში ,,ღვინდებიან“ თუ არა ეს პერსონაჟები წიგნის ბოლოში, მაგრამ ფაქტია რომ ამისთვის ისინი საკმარისზე მეტს ნახულობენ ცხოვრებაში.
უპირველეს ყოვლისა, თუ თვითონ ჩვენი ფსევდო გმირის სახელს აბელს  დავუკვირდებით, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ბიბლიური აბელი, რომელიც კვდება კაენის ხელით. ნაწარმოებში უშუალოდ ამ გმირის ფიზიკური მკვლელობა არ ხდება, თუმცა მისი სახელი რომ გამართლებული იყოს, იგი აუცილებლად უნდა გარდაცვლილიყო არაფიზიკურ დონეზე მაინც(რაც ნაწარმოებში უდავოდ ხდება, მისი მონოლოგები ამის ერთ-ერთი მაგალითია) და სწორედ მისი პიროვნების ამ სიკვდილის შემდეგ , მითიური ფენიქსის მსგავსად, უნდა დაბადებულიყო ახალი აბელი. ხოლო კაენის როლს ვფიქრობ ყველა ის მოვლენა ასრულებს, რაც ამ პერსონაჟის ირგვლივ ხდება. მოვლენებში იგულისხმება ყველა ის ნაწარმოების გმირი, რომლებმაც რამე გავლენა იქონიეს ნებსით თუ უნებლიეთ აბელის ხასიათისა თუ მსოფმხედველობის ჩამოყალიბებაში. სანამ აბელის პერსონაჟზე საუბარს გავაგრძელებ, მანამდე აუცილებლად უნდა გავიცნოთ ის ძირითადი გმირები, რომლებიც ნაწარმოების განუყოფელი ნაწილნი არიან, მათი ანალიზის გარეშე რთული იქნება აბელის, როგორც პერსონაჟის აღქმა.
დავიწყებ აბელის პაპით( ვხმარობ ამ ტერმინს რადგან წიგნში ასე არის გამოყენებული), რომელიც იდეაში ძალიან მოგვაგონებს სამოსელი პირველის ასევე საწყის პერსონაჟს დომენიკოს მამას. ორივე მათგანი წიგნის დასაწყისში ჩნდება და სწორედ რომ საწყისს ბიძგს აძლევენ ჩვენს ფსევდოგმირებს სამყაროს შემეცნებისკენ. ორივე მათგანზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგვეპოვება, თუმცა რაც გვაქვს იქიდან ფაქტია, რომ ძალზედ ამოუცნობი ბუნების მატარებელი ხალხია(აბელის პაპა და სამოსელში დომენიკოს მამა) . ორთავეს ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და თითქოს ამ სამყაროში ამოწურული აქვთ თავიანთი მოვალეობები, ამ სამყაროსთან ყველანაირი კავშირი აქვთ ჩახსნილი( ამ კავშირის ჩახსნაზე აუცილებლად ვილაპარკებ მოგვიანებით, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი თემა წამოჭრილი წიგნში). აბელის პაპა, რომელშიც ,,რაღაც იდუმალი და გრანდიოზული სიდინჯე, ღრმააზროვანი დუმილი იმალებოდა“ აბელის მეხსიერებაში მუდამ სათაყვანებელ პიროვნებად დარჩა, რადგან მან განაპირობა აბელში იმ უმთავრესი კითხვების გაჩენა, რომლებიც შემდეგნაირად ჟღერს: რატომ ბრუნდება ადამიანი ყოველთვის უკან? რის მიხედვით აგნებს იმას, რაც ,,საკუთარის“ სახელითაა ცნობილი?(საკუთარი სახლი, მიწა, ქვეყანა) რატომ სულ პირდაპირ არ მიდის? რას ეყრდნობა მისი ეს არჩევანი? რამდენად ძლიერია უკანდაბრუნების მიდრეკილება? არშეგვიძლია გადავლახოთ ეს მიდრეკილება და მთელი სიცოცხლე ვიაროთ წინ, ერთი მიმართულებით? ეს კითხვები ყველა ემყარება იმ კავშირებს სამყაროსთან, რომელზეც როგორც უკვე ვთქვი, მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ჩაიარა აბელის ღრმა ბავშვობამ, პაპამ გააკეთა თავისი გასაკეთებელი, აბელს მისცა ბიძგი სამყაროს უკიდეგანო ოკეანეში. აბელის პირველი ნავსადგური, რომელთანაც მისი ნავი გაჩერდა, ეს მირიანი იყო. მირიანის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნში, თუმცა მისი ამბავიც ისეთივე მოკლე იყო, როგორც მისი ცხოვრება. ვფიქრობ, მირიანი ამ ნაწარმოებში უფრო სიბრძნის რეპრეზენტირება გახლდათ, რომელმაც შემდეგი მუხტი მისცა აბელს უფრო და უფრო მეტი ეძია ცხოვრებაში, კითხვებისთვის აუცილებლად ეპოვნა პასუხები, ამ პერსონაჟსაც ყავს ,,სამოსელ პირველში“ ანალოგი ლტოლვილის სახით. აბელი მუდამ დაკომპლექსებული იყო მირიანთან ერთად, რადგან მირიანის გონებრივ შესაძლებლობასთან აბელს ჯუჯად წარმოედგინა თავი, ყოველთვის გულდასმით უსმენდა და ცდილობდა დაემახსოვრებინა ის საკვანძო ინფორმაციები, რომლებიც დაეხმარებოდა ასეთივე ბრძენ ადამიანად გახდომაში და თავისი კითხვების პასუხის გაცემაში. მირიანის სახელზეც თუ ცოტა ხნით შევჩერებით, საინტერესო მსგავსება შეიძლება დავინახოთ. როგორც მოგეხსნებათ, ისტორიული მირიანი იყო პირველი ქრისტაინი მეფე ქართლში, რომელმაც საფუძველი დაუდო ქრისტიანობის გავრცელებას, ანუ იყო პირველი ბიძგი ინოვაციური იდეოლოგიისა. ,,ქარავანის“ მირიანიც პირველი ,,ნავსადგური“ იყო აბელისთვის, რომელმაც ბიძგი მისცა აბელს არ დანებებოდა საკუთარ კითხვებს და საკუთარი ადგილი ეპოვა ცხოვრებაში. მირიანი იყო მართლაც საოცარი ფიგურა ამ წიგნში და მიმაჩნია, რომ მისი სიკვდილით მწერალმა არ დაასრულა მისი სიცოცხლე, რადგან თუ კარგად ჩავუღრმავდებით, მირიანის პიროვნება მოგვიანებით ორ ადამიანად გაჰყო მწერალმა, გედეონ რევიასა და სამსონის სახით, ანუ მირიანი წმინდა ქრისტიანული სახით, გარდაიცვალა(ფერი იცვალა) და ორ ახალ ადამიანად მოგვევლინა.
აბელის შემდეგი ცხოვრებისეული ,,ნავსადგური“ ყაჩაღი უკლება იყო. ეს ადამიანი მართლა უმნიშვნელოვანესი ფიგურაა წიგნში. ყაჩაღი, რომელიც ხორცს არ ჭამს, ყაჩაღი რომელიც ალკოჰოლს არ ეკარება. ამ კაცის იდეოლოგია მართლაც გასაოცარია. ადამიანი რომელიც არ ძარცვავს იმისთვის, რომ გამდიდრდეს, რამე ქონება დააგროვოს. უკლებას უბრალოდ სპორტული ჟინი ამოძრავებდა, ამიტომაც თქვა, რომ ვინც ადვილი გასაძარცვია ის არ უნდა გაძარცვო. პირიქით, ნამდვილი ხელოვნება ძნელად გასაძარცვის გაძარცვაში და გაწბილებაშია. უკლება იყო ადამიანი, ვინც თავისი საქმე ხელოვნებად აქცია და მთელი ცხოვრება უძღვნა. ის არ გაძარცვავდა წვრილშვილიან ოჯახს, ის არ ფიქრობდა ისე, როგორც ტრადიციული ყაჩაღი ფიქრობს. იგი ფიქრობდა რომ ძარცვა შემოსავალს არ იძლეოდა, თუმცა იმისაც სწამდა ხოლმე, როდესაც ,,პროფესიული ოსტატობა იდეალს უახლოვდებოდა“.  იგი აბელთან საუბრისას ამბობს ერთ საინტერესო რამეს : ,,ჩემი აზრით ადამიანს რაღაც შინაგანი ძალაუბიძგებს, საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოხატოს რაიმე საშუალებით, ალბათ, მოწოდებით, თუკი ამ მოწოდებას მიაგნო, რათა თავი შეიცნოს და ამგზით ცხოვრების აზრი და დანიშნულება გაარკვიოს. თავად დანიშნულება რა არის, არ ვიცი.“ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რის გამოც უკლება უმნიშვნელოვანეს პერსონაჟად მიმაჩნია, არის მაშინ, როცა ჩვენი ყაჩაღი აბელს ეუბნება პასუხს კითხვაზე, არსებობს თუ არა ზნეობრიობა და სიკეთე სამყაროში: ,, დამიმტკიცეთ, რომ სიკეთედა ზნეობა მართლა არსებობს და მაშინ დაგიჯერებთ. შეირთეთ ცოლად ხოფერიას ქალი და დაგიჯერებთ.“ მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ აბელი ამ ნაბიჯს გადადგამს, რაც პერსონაჟის დაბრძენების ერთ-ერთი(და მგონი უკანასკნელი) ნიშანია . აბელის ამ მოქმედებით ზნეობრიობაზე კითხვაზე პასუხი გაცემულია.
შემდეგი ცოდნის ,,ნავსადგური“ გედეონ რევია იყო. ეს კაცი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იყო მოვლენა. კაცი , რომელსაც ადამიანური ლოგიკა 5 თითივით ჰქონდა შესწავლილი. მისი ცხოვრებისეული ანალიზი უაღრესად გასაგები და ახლო არის მკითხველთან, ამიტომ მათი უმეტესობა გედეონის გულშემატკივარი წამიერად ხდება. მისი იდეოლოგია ძალიან ამქვეყნიურია , ერთი შეხედვით, ვინც ეგზისტენციალიზმს იცნობთ, მოგეჩვნეებათ რომ ამ ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილის მატარებელია ეს პერსონაჟი და მისი მსოფმხედველობა ძალიან კარგად მოგაგონებთ ფრანგი ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის დარგში უმნიშვნელოვანეს მწერლის, ალბერტ კამიუს შეხედულებებს. კერძოდ, გედეონი ასეთ რამეს ლაპარაკობს: ,, ჩემი თეორიის მიხედვით , ადამიანს არავითარი დანიშნულება არა აქვს, უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვლის ბადებს. ეს სურვილი კი სასაცილოა, რადგან ხვალ მე და თქვენ სცენაზე გავალთ და სეირის საყურებლად მოგროვილი ბრბოს წინაშე სერიოზული სახით მოვყვებით კუტრუშს." გედეონი, როგორც ზემოთ ვახსენე, მირიანის ერთ-ერთ რეინკარნაციად მიმაჩნია, რომელიც ერთ-ერთ უკიდურესობაშია გადავარდნილი, კერძოდ, ძალიან ამქვეყნიურია და ზუსტად იზიარებს ჩვენს ეგზისტენციალისტურ შეხედულებებს. ამიტომ მას ჭირდებოდა ანტიპოდი, რომელიც იქნებოდა მეორე უკიდურესობა, ანუ უაღრესად სულიერებაში გაჭრილი კაცი, რათა დაებალანსებინა რევიას ეს ,,მიწიერი“ ბუნება. ასეთი ადამიანი კი სამსონი იყო.
სამსონი მკითხველთა უმეტესობას არ მოსწონს, რადგან როგორც გედეონი ამბობდა, იგი ,,ღრუბლებში დაფრინავდა“. რელიგიურობისა და ასკეტიზმის არევაში ადანაშაულებს ბევრი ადამიანი ამ პერსონაჟს, მაგრამ ბუნებრივია, რადგან ცოტა ფანატიკოსობის ნიშნები აშკარად აქვს, ამიტომაც მიმაჩნია იგი მეორე უკიდურესობაში გადავარდნილ ადამიანად. სწორედ სამსონზე ლაპარაკის დროს განვიხილავ ამ ნაწარმოების იმ უმთავრეს აზრს, რაც ამ პოსტი დასაწყისში ვახსენე, კერძოდ იმ კავშირებს, რაც გააჩნია ყოველ ადამიანს ამ ქვეყანასთან, რომელიც იძულებულს ხდის ადამიანს დაბრუნდეს უკან. ,,რატომ ბრუნდება ადამიანი უკან?“, გამუდმებით სვამს ამ კითხვას აბელი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზედ რთულია, თუმცა შევეცადოთ. ადამიანებს  დაბადებისთანავე გვიჩნდება უხილავი ჯაჭვები ამ სამყაროსთან, რომლის ერთი ბოლო უშაუალოდ ჩვენზეა მობნული, ხოლო მეორე კი იმ ადგილას, სადაც ვბრუნდებით.(ჩვენი სახლი, მიწა, სამშობლო). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია გაწყვიტოს ეს კავშირი გარკვეულ ლოკაციასთან, მაშინ ამ ლოკაციის ადგილს დაუყოვნებლივ სხვა საგანი იკავებს ანუ ჩვენ გამუდმებით ვართ დაკავშირებული რაღაც უხილავი ძაფებით მატერიალურ სამყაროსთან. თუმცა, საინტერესოა რა მოხდება, თუკი ადამიანმა გაწყვიტა ეს კავშირი ყველასთან და ყველაფერ მატერიალურთან? მოქმედებს კი მასზე ,,უკან დაბრუნების“ აუცილებელი პრინციპი? ამგვარი კავშირების გაწყვეტას მილიონობით ადამიანში ერთი ახერხებს და ამ შემთხვევაში ასეთი პიროვნება ან გიჟი ხდება ან წმინდანი, კერძოდ მისი ადგილი ამ ქვეყნად აღარ არის. სწორედ ასეთი ადამიანი დაგვიხატა ქარჩხაძემ ,,ქარავანში“ სამსონის სახით. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამსონს ნაწარმოებში გამოჩენისთანავე არ ჰქონდა ამ შედეგს მიღწეული. ის უბრალოდ ცდილობდა ამგვარ კონდიციას(კავშირების გაწყვეტა მაქვს მხედველობაში) დაახლოებოდა, ამ მცდელობაში მან მარცხიც განიცადა, კერძოდ როდესაც ცოლი მოიყვანა, თუმცა მალევე მან ამ სურვილსაც დასძლია და ნაწარმოების ბოლოს იგი ჩვენი თვალსაწიერიდან ქრება. მან სრულყო თავისი სურვილი. მან გაწყვიტა ყველანაირი კავშირი ამ სამყაროსთან და რადგანაც აღარაფერი აკავებდა მას მიწაზე, იგი უბრალოდ ,,გაფრინდა“. სწორედ ამიტომ მიმაჩნია სამსონი უნიკალურ პიროვნებად. მას ისეთი სულიერი საფეხურები ჰქონდა გავლილი, რომ სხვა ვერც კი დაესიზმრებოდა, ასეთი ,,ღრუბლებში გაფრენილი" ადამიანის ფსიქოლოგია სხვისთვის ძალიან უცხო და მიუღებელია, ამიტომ ვერ უგებდა გედეონი სამსონს. ისინი ტიპური ანტიპოდები იყვნენ ერთმანეთისთვის.
არ შემიძლია ,,ქარავანზე“ დავიწყო ლაპარაკი და გამოვტოვო ამ ნაწარმოებში ყველაზე გრანდიოზული იდეოლოგიური ჯახი გედეონ რევიასა და სამსონს შორის. სამსონი გედეონს აღიარებს როგორც მოაზროვნე, ლოგიკური აზროვნების ვირტუოზ ადამიანს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რაოდენაც განვითარებულია მისი გონება, მით უფრო მიძინებულია მისი სული. ამ ჯახში სამსონი გედეონის დაგებულ მახეში ებმება, რადგანაც ემოციური კონტროლი დაკარგა, ხოლო გედეონი კი თავის თავის წინაშე მარცხდება(ჩემი აზრით) და რატომ, ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ. მანამდე ვნახოთ რომელ ნაწილში გამოიჭირა გედეონმა სამსონი:
,, - სატანა! - ისეთი კილოთი შესძახა სამსონმა, გაბრაზებული ბავშვები რომ ერთმანეთს მეტსახელს წამოსძახებენ.
- გიყვარდეს მოყვასი შენი... - მშვიდი ღიმილით შეაგება გედეონმა.
- მოყვასი ხარ შენ?! ამპარტავანო! გულზვიადო! მზვაობარო! შენ მოყვასი კი არა,
მტერი ხარ!
- შეიყვარე მტერი შენი... - იმავე კილოთი თქვა გედეონმა.
- კი, როგორ არა, სულში ჩაგიძვრენ! შენნაირები უფალსაც არ უყვარდა.
- მაშასადამე, ვერც უფალი მისდევდა თანმიმდევრულად საკუთარ მოძღვრებას.
იმიტომ, რომ ეს მოძღვრება არაბუნებრივია. მტრის შეყვარება შეუძლებელია,
სამსონ. თუ მტერია, ვერ შეიყვარებ და თუ შეიყვარე, მტერი არაა.
- გვმოძღვრავ, მწიგნობარო?! ქრისტეს ეტოქები, სატანავ?! თავი მოიდრიკე. ამაყი
თავი მოიდრიკე. ვინც აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს!“- როგორც ხედავთ გედეონმა მიუხურდავა სამსონს წმინდა ბიბლიურ ენაზე.( თუმცა ვფიქრობ რაღაც კუთხით დემაგოგია დაეხმარა მას ამაში). მაგრამ პირადად ჩემი აზრით, თუ რატომ ვთვლი გედეონს დამარცხებულად, არის ის მომენტი, როდესაც გედეონი ასეთ რამეს ამბობს: ,, ჩემი ცოდვები იუდამ იტვირთა და არა ქრისტემ. იუდამ აქცია იესო ნაზარეველი ქრისტე ღმერთად.“ აქ დასაზუსტებელია ეს თემა და შევეცდები განვმარტო ჩემეული ხედვებით. ცოტა თეოლოგიური ლაპარაკი იქნება საჭირო. იუდას არავითარ შემთხვევაში მიუძღვის რამე წვლილი ქრისტეს ღმერთად გახდომაში. ბევრ ადამინას ჰგონია, რომ იუდამ იმიტომ გასცა ქრისტე, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, თუმცა საქმე პირიქითაა- იმიტომ მოხდა წინასწარმეტყველება, რომ იუდა ამას უეჭველი იზამდა. წინასწარმეტყველება არავის არაფერში არ ავალდებულებს. წინასწარმეტყველება უბრალოდ არის მომავალში უკვე მომხდარი ამბის(დაუკვირდით ამ ფრაზას, ცოტა უცნაურად ჟღერს თუ რატომ ვხმარობ მომავალში წარსულ ფორმას) აწმყოში ფაქტად დადება. კერძოდ, წინასწარმეტყველება მოხდა უშუალოდ იუდას გაცემის საფუძველზე, ანუ პირველად იყო იუდას მიერ ქრისტეს გაცემა და შემდეგ წინასწარმეტყველება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური დროის დინება პირიქით გვიჩვენებს მოვლენებს. ჩვენ რეალურად ვერ ვიტყვით რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ იუდა ქრისტეს არ გასცემდა. აქ გამოვკვეთოთ ორი მომენტი. 1) როდესაც იუდეველთაგან( და არა მარტო) ყველამ იცის, რომ მათ მიწა-წყალზე დადიოდა ქრისტე, რომელიც სასწაულებს აღასრულებდა, თქვენი აზრით იქნებოდა საჭირო იუდას მიერ გაცემა იმისთვის, რომ ქრისტე შეეპყროთ? ვფიქრობ თუ ჯვარცმა იყო აუცილებელი კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, ეს იუდას გარეშეც მოხდებოდა და შესაბამისად იუდას მოქმედება უბრალო ღალატის ფონზე დადის. 2) ამ შემთხვევაში განვიხილოთ ის მომენტი, როდესაც იუდამ არ გასცა ქრისტე და შესაბამისად არ მოხდა ჯვარცმაც. ამ შემთხვევაში რის საფუძველზე ვასკვნით იმას, რომ კაცობრიობა დაღუპული იყო , რადგან ცოდვები გამოუსყიდავი დარჩა? კი ბატონო, წმინდა წერილის აღსრულებისთვის აუცილებელი იყო ჯვარცმა, რადგან ეს იყო უფლის ნებაც, მაგრამ ბიბლიაში თუ კარგად ჩავიხედავთ, განსაკუთრებით ძველ აღთქმაში, აღმოვაჩენთ ისეთ მომენტს, როდესაც ღმერთმა თავისი გადაწყვეტილება და შესაბამისად წინასწარმეტყველების წინასწარმეტყველებაც შეიცვალა. კერძოდ, ღმერთის ნება იყო ნინევიის განადგურება, თუმცა ნინევიელთა უზომო სინანულით ღმერთმა შეცვალა ეს გადაწყვეტილება და ნინევიამაც აღარ გაიზიარა ის ბედი, რაც სოდომმა და გომორმა გაიზიარეს თავის დროზე. შესაბამისად შეიძლება იუდას არ გაცემით ან ჯვარცმის არ მოხდენით კაცობრიობას უკეთესი მომავალიც კი ჰქონოდა, ვიდრე ახლა გვაქვს. ამ შემთხვევაშიც იუდას საქციელი უბრალოდ ღალატად მიიჩნევა და სხვა არაფრად. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იუდას არანაირი როლი არ უთამაშია ქრისტეს ღმერთად გახდომაში. ამიტომაც მიმაჩნია გედეონი დამარცხებულად.
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი აბელის თავგადასავალში, ეს იყო გედეონის სიკვდილი. გედეონის სიკვდილი ძალიან მარტივად და სადად გათამაშდა. კაცი, რომელიც აპირებდა მთელი თავისი ცოდნის დაკაბადონებას და ფურცელზე გადატანას, უეცრად უდიდესი ირონიული სპეკტაკლის თამაშის მონაწილე ხდება. მას ქუჩაზე მანქანა გაიტანს. სიკვდილის წინ მისი სახის გამომეტყველება ძალიან მრავლისმეტყველი იყო: ,, თვალებით გადმოსცა გარდაუვალი სიკვდილის შეგნება, კოსმიური პანიკა, აბსოლუტური, ყველაგზადახშული უმწეობა, შებრალების აბსურდული მუდარა და სევდა, თითქოს უადგილო, მაგრამ მკაფიო, ყოვლის გამმსჭვალავი და, შესაძლებელია, ცოტა მელოდრამატული სევდა.“ ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, თუ რაოდენ უძლურია ადამიანი მართოს საკუთარი მომავალი დამოუკიდებლად. როგორც ბულგაკოვს უწერია ,,ადამიანმა ისიც კი არ იცის თუ ამ საღამოს რა მოუვა“. ვფიქრობ სიკვდილის წინანდელ რამდენიმე წამში გედეონმა გაანალიზა მთელი თავისი შეცდომები როგორც ცხოვრებაში, ისევე თავისივე იდეოლოგიაში. მისი დასაფლავების შემდეგ საფლავთან ერთადერთი კაცი დარჩა ჩაფიქრებული, ეს სამსონი იყო...
მოკლედ, ეს არის ამ წიგნში ის საკვანძო საკითხები, რის გამოც ვთვლი ამ ნაშრომს ნამდვილად ბრწყინვალე ნამუშევრად. თუმცა არსებობდა საკითხები, რომელიც უფრო დასახვეწი იყო, მაგალთად სამსონის პერსონაჟს აკლდა დასრულება, აშკარად უფრო მეტად დახვეწა შესაძლებელი იყო. მაგრამ არაუშავს, მიუხედავად ყველა ამ ხარვეზისა ეს ნაწარმოები მაინც ერთ-ერთ უსაყვარელს წიგნად დარჩება ჩემს წიგნებს შორის.




Saturday, October 25, 2014

სიმღერა როლანდზე (მიმოხილვა)


ავტორი: გიორგი წერეთელი

ფრანგული ლიტერატურისთვის ,,სიმღერა როლანდზე“ ისეთივე მნიშნველოვანი კულტურული ძეგლია, როგორც ესპანელებისთვის ,,დონ კიხოტი“ ან თუნდაც ქართველებისთვის ,,ვეფხისტყაოსანი“. ამ მეთორმეტე საუკუნის ეპიკური ჟანრის ნაწარმოებს, სავარაუდოდ, ისტორიული ფაქტი აქვს საფუძვლად. კერძოდ, როცა ფრანკთა მეფე, კარლოს დიდი, ესპანეთის ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, მის ზურგის მცველ რაზმს თავს ბასკები დაესხნენ რონსევალის ხეობაში და მთლიანად ამოწყვიტეს. ამ ბრძოლაში დაიღუპა წარჩინებული რაინდი როლანდი თავის თანამებრძოლებთან და მეგობრებთან ერთად. სწორედ ამ ამბავთან დაკავშირებით მძლავრად ჩაირთო ხალხის ფანტაზია და სახელოვან რაინდზე პოემა შეთხზეს, რომლის ზუსტი ავტორი არაა ცნობილი და შესაძლოა ხალხურიც კი ეწოდოს. როგორც მწერლებს ჩვევიათ ხოლმე, ისტორიული პერსონაჟზე ნაწარმოების წერისას საკმაოდ ბლომად ვხვდებით გაზვიადებებს, განსაკუთრებით კი როლანდის პერსონაჟის შესახებ. ეს ალბათ ნორმალური მოვლენაა, რადგან როგორც კონსტანტინე გამსახურიდა წერდა, ,,მწერლობა მხოლოდ მიჩქმალული გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ და სხვა არაფერი“. შესაბამისად , რომ არა ეს პოემა, ჩვენი წარმოდგენა როლანდის შესახებ ძალიან მშრალი იქნებოდა.
ნაწარმოების სიუჟეტი საკმაოდ მარტივია და რეალური ისტორიული ამბავიც, რომელზეც არის დაფუძნებული,  საკმაოდ შეცვლილია. კერძოდ,  ავტორმა(ავტორებმა) ბასკების ადგილზე შემოიყვანა ,,ურჯულონი“,  სარკინოზები, რომლებიც ტრადიციულად ფრანკების და ზოგადად ქრისტიანების მუდმივი მტერი იყო. რადგან მეთორემტე საუკუნეში საკმაოდ აქტუალური იყო მაჰმადიანთა და ქრისტიანთა დაპირისპირება(ჯვაროსნული ომები), ეს გადაწყვეტილებაც ბუნებრივი იყო. მთელი ესპანეთის დამმორჩილებელი კარლოსი უკანასკნელ სამფლობელოს, სარაგოსას,  იყო თავისი ჯარით მიმდგარი, როდესაც სარაგოსას მმართველი მეფე მარსილი მას ელჩებს გაუგზავნის ზავის თხოვნით. აქ გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ ფრანკთა სახელოვანი მეფე უკვე ხნიერი იყო და როგორც ნაწარმოებში გაზვიადებით წერია - ,,უკვე 200 წელზე მეტის“. კარლოსი დაღლილი იყო ამდენი ბრძოლით, კიდევ ახალი მსხვერპლი ნამდვილად აღარ უნდოდა  და ყველაფერს იღონებდა, ოღონდ მინიმალური დანაკარგებით გამოსულიყო, როგორც ბრძენ მეფეებს ჩვევიათ ხოლმე. ამიტომ ზავის პირობების წასაყენებლად მან ელჩის გაგზავნა გადაწყვიტა. კარლოსს მოეწონა როლანდის აზრი, რომ ელჩად გაეშვათ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი განელონი გაეშვათ. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ ჩაუყარა საფუძველი ღალატს. განელონმა ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ როლანდმა ის ,,გაწირა“ მაჰმადიანთან ელჩად გასაშვებად და მათ შორის სამუდამო შუღლი ჩამოვარდა. მაჰმადიანთა მეფე მარსილთან მისულმა განელონმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა როლანდის დასაღუპად, კერძოდ, კარლოსისთვის ძღვენი გაეგზავნათ , რათა საფრანგეთისკენ აეღო გეზი გულდამშვიდებულს, ხოლო უკანა რაზმის მეთაურად როლანდი დაეყენებინათ. სწორედ ამ დროს დაესხმებოდა თავს მაჰმადიანთა მრავალრიცხოვანი ჯარი როლანდის დანაყოფს და გაანადგურებდა. აქ აღსანიშნავია ის მომენტი, რომ მარსილი არ არის ბრძენი, წინდახედული მმართველი. ის ფაქტი, რომ როლანდის დაღუპვა ადრე თუ გვიან კარლოსის განრისხებას და შურისძიებას გამოიწვევდა, მემგონი ძნელი გასაანალიზებელი არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ცხელ გულზე წამიერი სურვილის დასაკმაყოფილებლად მარსილმა მთელი სახელმწიფოებრივობის პრობლემა დააყენა საფრთხის ქვეშ.
სანამ უშუალოდ ბრძოლაზე გადავიდოდზე, აქ აღსანიშნავი იყო როლანდის სიზმრის ეპიზოდი. ზოგადად სიზმარს ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება მხატვრულ ლიტერატურაში და უმეტეს შემთხვევაში მას ალეგორიული ხასიათი უფრო აქვს , ვიდრე სიმბოლური. როლანდს ესიზმრება კარლოსი, რომელსაც მარჯვენა ხელზე დათვი კბენს. ეს დათვი რა თქმა უნდა მაჰმადიანთა ალეგორიაა , ხოლო მარჯვენა ხელი კი როლანდის, რადგან როგორც თავად ნაწარმოები გვეუბნება, როლანდი კარლოს დიდის მარჯვენა ხელი იყო, ძირითადი დასაყრდენი ფიგურა. თუმცა ამ სიზმრისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
რა თქმა უნდა, განელონის გეგმაც წარმატებით განხორციელდა. კარლოსმა როლანდს უკანა რაზმის მეთაურობა ჩააბარა და 20000 კაცთან ერთად დაუტოვა 12 სახელოვანი პერი. როლანდის გვერდით დარჩა ასევე მისი ბავშვობის მეგობარი რაინდი ოლივიე(რომელიც ნაწარმოებში სიბრძნის რეპრეზენტირებაა) და სარკინოზებთან ბრძოლაში გამოწრთობილი მთავარეპისკოპოსი. თუმცა ფრანგთა ეს რაზმი არ იყო საკმარისი ასიათასობით სარკინოზების შესაკავებლად, რომელთა ურდო რაინდმა ოლივიემ შენიშნა მთიდან. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო მომენტი. ბავშვობის მეგობარმა როლანდს ურჩია ჩაებერა საყვირისთვის, რათა მეფის ძირითადი ამალა მოშველებოდათ. მან ეს თხოვნა სამჯერ გაუმეორა, უთხრა რომ მათი გმირობა და ომში გამოცდილება ვერ შეაკავებდა მრავალრიცხოვან მტერს, თუმცა როლანდი გაკერპებული იყო. ის იყო ტიპური მეომარი ადამიანი, ძალიან სუსტი სტრატეგოსი, მრავალი ბრძოლის მოგებით გაამპარტავნებული. არც კი იკადრა საყვირის ჩაბერვა, ეს სამარცხვინო საქმე ეგონა გულფიცხელ რაინდს. იმდენად დარწმუნებული იყო თავის ძალაში, რომ ამ ახირების გამო 20000 მეომრისა და ბავშოვბის მეგობრის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა. მტერმაც მისი ეს სისუსტე გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ როლანდის რაზმმა რამდენიმე შეტევა წარმატებით მოიგერია, ბრძოლის მოგება წარმოუდგენელი იყო. სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე არ დადგა და მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი არ დარჩა მის გვერდით, მანამდე ვერ გააანალიზა თავისი შეცდომა. ოლივიე კი, რომელიც სიბრძნის სიმბოლოა პოემაში, პირდაპირ ადანაშაულებს როლანდს თანამოძმეთა სიკვდილში. პირისპირ ეუბნება ,,როდის ქონდა სიგიჟესა და გმირობას საერთო რამე?“... მან თვალნათლივ აჩვენა თუ როგორ გადავიდა როლანდი გმირობიდან ფანატიზმში, რომელსაც საფუძვლად ამპარტავნება ედო, თუმცა როგორც ნამდვილ დიდსულოვან რაინდს ახაიათებს, როლანდის მიმართ ერთი წუთითაც არ გაუვლია გულში სიავე ან შუღლი. ამ უკანასკნელმაც კარგად უწყოდა ამის შესახებ და ამის გამოსასწორებლად , მიუხედავად იმისა რომ უკვე დაგვიანებული იყო, საყვირს ისეთი ძალით ჩაბერა, რომ საფეთქლები დაუსკდა და ამ ჭრილობით გარდაიცვალა. როლანდი ამ შეუპოვარი ბრძოლისა და ხასიათის გამო ხალხმა გააღმერთა და ნაწარმოები უძღვნა. ამ მოვლენის ახსნა ალბათ იმით შეიძება, რომ იმ პერიოდში უპირატესობა უფრო ფიზიკურ ძალასა და მონაცემებს ენიჭებოდა, ვიდრე გონებრიობას. შესაბამისად, ნამდვილად საღად მოაზროვნე რაინდ ოლივიეს პერსონაჟმა კი უკანა პლანზე გადაიწია.

რა თქმა უნდა ნაწარმოები კარლოსის შურისძიებით სრულდება, მუსლიმებს ვერც თავიანთმა მოკავშირე ემირმა ვერ უშველა. გამძვინვარებული კარლოსი იპყრობს სარაგოსას და ტყვეებით საფრანგეთში გამარჯვებული ბრუნდება, სადაც განელონის გასამართლება უნდა მოხდეს. აქ ვფქირობ, ერთი რამე არის აღსაღნიშნი. განელონის ტიპური სახის სამშოლოს მოღალატედ  ჩათვლა არასწორი იქნება. მას უშუალოდ როლანდის მიმართ შურისძიების სურვილი ამოძრავებდა და არა მეფის ან თვითონ ქვეყნის. მართალია როლანდი თავად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა განელონი იმდენს ვერ ხვდებოდა, რომ როლანდის მოკვლით  უშუალოდ სახელმწიფოს აყენებდა ზიანს. ამიტომ ასე ერთბაშად მოღალატის მანტიასაც ვერ მოვასხამთ.

Childhood's End - არტურ კლარკი (მიმოხილვა)


    ბავშვობის დასასრული ალბათ სწორი თარგმანია ქართულ ენაზე. მარა მეწვრილმანეობას თავი დავანებოთ და საქმის არსზე გადავიდეთ. წინ გელით მსუბუქი სპოილერები, რომლებიც წიგნის წაკითხვის ბედნიერებას მაინც არ მოგაკლებთ მერწმუნეთ.
    ძირითადი სიუჟეტი არის ის, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელების შემოსევაა. (მე-20 საუკუნის ბოლო) არ გეგონოთ ბოროტი მიზანი გააჩნდეთ მათ და მავნებლობას აპირებდნენ დედამიწაზე. ისინი უფრო თავიანთი სიკეთით უღებენ ბოლოს კაცობრიობას. მათ წიგნში ჰქვიათ ,,overlords" ანუ უმაღლესი მმართველები იქნება ალბათ სწორი, მარა მოდი დავტოვოთ ტერმინი ოვერლორდი. მათი უპირველესი მიზანია კაცობრიობის ,,განიარაღება" და ცივი ომის რკინის ფარდის გალღობა მოახდინონ. მიზანს ადვილად მიაღწევენ, საბოლოოდ დედამიწაზე დაისადგურა სიმშვიდემ, კეთილდღეობამ, აღარ არის ომები, შიმშილი, ეპიდემიები და ა.შ. უტოპია დამყარდა მოკლედ!
    ისე ბევრი პოლიტიკური ქვეტექსტი იყო შიგნით:
კომუნისტები ვს შტატები
    ოვერლორდები ისე ჩადგნენ მათ შორის გეგონება რკინის ფარდის ფუნქცია შეითავსესო. ადამიანს აეკრძალა განვითარება, კულტურის შექმნა. სამაგიეროდ მიიღო მსოფლიო მშვიდობა, ჰარმონია, ფული და საჭმელი. დანაშაული აღარ ხდება. ამის პარალელურად კაცობრიობის გონი დაჩლუნგდა, ახალი არაფერი იქმნება, ყველა მატერიალური სიკეთე ხელმისაწვდომია. კულტურული განვითარება თითქოს გამყინვარების ეპოქაში მოხვდა. სამუშაოსაც კი რობოტები ასრულებენ.
ოვერლორდების შემოსვლა ტიპიური კოლონიალიზმია. როგორც ინგლისი-ინდოეთი და ა.შ. დადებითი მხარე ამასაც აქვს ორი აზრი არ არის. კოლონია ვითარდება ძლევამოსილი კოლონიზატორის წყალობით. შედის ახალი ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კულტურაც კი. მაგრამ არის კი ეს სასრუველი? ანუ ის რომ განვითარებაში გეხმარება გარედან მოსული ტიპი, რომელიც თავის წესებს გახვევს თავზე. რა თქმა უნდა არა. სჯობს ყველაფერმა თავის წვენში იდუღოს და საზოგადოებას დავუტოვოთ თვითგამორკვევის იდეა. აი ეს აკლდა ოვერლორდებს. მათ სიკეთით და სათნოებით გააჩანაგეს ადამიანის ინდივიდუალიზმი.
    მთავარი კითხვა, რომელიც ნაწარმოებში ისმის: რა არის თავისუფლება შეცდომების დაშვების თავისუფლების გარეშე?
    ნაწარმოები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისგან. მთელი წიგნის მანძილზე ვერ ვგებულობდი სათაურის შინაარსს, რა შუაშია ბავშვობის დასასრული? მაგრამ ბოლო თავები ყველა კითხვას პასუხს სცემს. ათბალიანი შეფასების სიტემიდან თავისუფლად დავუწერდი 6-7 ქულას. ვისაც ტოტალურ კონტროლზე ევასება წიგნები, იმათ გაცილებით მოეწონებათ.

Friday, October 24, 2014

საინტერესო დეტალები ევენჯერების ახალი ტრეილერიდან

    რამდენიმე აღსანიშნავ მომენტს გამოვყოფ, რომელმაც ფანების ყურადღება მიიპყრო.

ქვიქსილვერი და სკარლეტი დემონსტრანტების ბრბოში:




კაპიტანი ამერიკა ახალ კოსტიუმშია. გადაღების ადგილი სავარაუდოდ რუსეთია:



მძიმე ბრძოლის შემდეგ:



ბრიუს ბენერი გადაღლილი ჩანს:



მთავარი ბოროტი გმირის მონოლოგი:



რკინის კაცის ახალი ჯავშანი:



ვიღაცა ტანკით დარბის:



ბენერის უკან ტანკი მოსჩანს:



აქ რა ხდება არ ვიცი:

ბლექ ვიდოუ დრამატიზმში ოსტატია:




აქ რაღაც საშინელებას უყურებენ:



რა უნდა დაენახა თორს ისეთი რომ ჩაქუჩი დავარდნოდა ხელიდან? ჰალკის პენისის გარდა რა თქმა უნდა:



აქ ჰალკი ეხმარება ევენჯერებს თუ უტევს ვერ გამიგია:
ქვიქსილვერი კაპიტანს ეხმარება:




ეს ალბათ რამე ფლეშბეკ მემორია:



რას უყურებს ესეთს:




ულტრონი უტევს კაპიტანს. ადგილმდებარეობა აზია ავტო ნომრების მიხედვით:



თორის ხელი:

კაპიტანს დაენძრა?:









Thursday, October 23, 2014

აქცია წიგნის მაღაზია ,,პარნასში"

გთავაზობთ, რუსულენოვანი წიგნების ფართო არჩევანს.სადაც წარმოდგენილია როგორც მხატვრული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და ისტორიული ,ასევე ლიტერატურა კინოზე, მუსიკასა და ბიზნესზე. აგრეთვე, შეგიძლიათ შეურჩიოთ ლიტერატურა თქვენს პატარებს.

ამოარჩიეთ წიგნები ქვემოთ მითითებული ბმულების საშუალებით და გვეწვიეთ წიგნის შესაკვეთად ჩვენს ცენტრალურ ფილიალში ჭავჭავაძის გამზირი 22, ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@parnasi.ge
წყარო:http://parnasi.ge/

Avengers Age Of Ultron ტრეილერი დაიდო!

 
 ველოდებოდით რა დაახლოებით 28 ოქტომბრისკენ ტრეილერმა მაინც ,,გამოჟონა". მარველმა თავის ოფიციალურ ტვიტებში ეს ამბავი ტერერისტულ დაჯგუფება ჰიდრას გადააბრალა :დ
 https://twitter.com/Marvel/status/525071656306626560 აგერ მარველის ტვიტ
    უბრალოდ უყურეთ ამ სიგიჟეს და დატკბით თუ რას გვთავაზობს ჯოშ ვედონი

Wednesday, October 22, 2014

2001: A Space Odyssey ახალი ტრეილერი 40 წლის შემდეგ

   
ციფრულ ფორმატში მოხდა აღდგენა სტენლი კუბრკის საკულტო ფილმის, რომლის პრემიერაც დიდ ბრიტანეთში28 ნოემბერს არის დაგეგმილი. შესაბამისად გაკეთდა ახალი ტრეილერიც, რომელიც პირველია 40 წლის შემდეგ,
    ტრეილერში მთავარი ცენტრალური ფიგურა არის ჰალი (ჭკვიანი კომპიუტერი ბორტზე) რომლის დაძაბული ხმის ტონი გასდევს მთელ ვიდეოს. კუბრიკის აღმასრულებლმა პროდუსერმა განაცხადა: ,,საუკეთესო ტრეილერია ამ ფილმისთვის, ჰალის ხმის გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა!"
    იმედია მალევე ვიხილავთ პირატულ ვერსიებსაც. მაგრად მაინტერესებს. აბა ქართული კინოთეატრები რომ არ ანახებენ ზუსტად ვიცი!

Tuesday, October 21, 2014

ჯეისონ მომოა დუმილს არღვევს აკვამენთან დაკავშირებით

    სამეფო კარის თამაშების ყოფილი ვარსკვლავი ჯეისონ მომოა აქტიურად უარყოფდა მის მონაწილეობას აკვამენში. თუმცა როგორც იქნა, ის დუმილს არღვევს, რითაც გვეძლევა საფუძვლიანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა. :დ მოკლედ, მას ვიხილავთ შემდეგ ფილმებში: Batman v Superman: Dawn of Justice, Aquaman და შესაძლებელია ამათ დაემატოს Justice League!
    ,,შემოთავაზება მივიღე, რომ აკვამენის როლი მეთამაშა, მაგრამ ხომ იცით როგორც ხდება, რაღაც პერიოდი საიდუმლო უნდა შეინახო" - ამბობს ვარსკვლავი. ,,ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ. უბრალოდ პატივი ვეცი Warner Bros.-ის და სხვების სურვილებს. მართლა ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ საიდუმლოს აღარ ვინახავ, რადგან ჩემთვის ეს ნამდვილად ძნელი იყო. სხვა დეტალების შესახებ თავადაც არ ვიცი, არც ის ვიცი თუ ვინ იქნება რეჟისორი. ამ ნაწილში თქვენზე მეტ ინფრომაციას ნამდვილად არ ვფლობ"
    მომოამ იმაზეც ისაუბრა, რომ მისი პოლინეზიური წარმომავლობა მას ძალიან დაეხმარება ახალი როლის ათვისებაში: ,,დელფინებთან მეგობრული ურთიერობა მაქვს, რამდენჯერმა მიცურავია კიდეც მათთან ერთად. ასევე ბავშვობაში საზღვაო ბიოლოგების სკოლაში დავდიოდი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პოლინეზიური ღმერთებია, რომლებიც წყლის სტიქიას განასახიერებენ, ამიტომაც ჩემთვის ნამდვილი პატივია წყლის გმირის როლის თამაში. ძალიან მიხარია, რომ ვხდები DC-ის სამყაროს ნაწილი, აღფრთოვანებული ვარ Warner Bros.-ესთან თანამშრომლობით. და ბოლოს ზაკ სნეიდერი ხომ გენიოსია, მასთან ურთიერობა ძალიან მაგარია!"
    მოკლედ დაველოდოთ 2018 წელს. რას ფიქრობთ ამ პროექტზე? დაწერეთ აზრები კომენტარებში. 

Monday, October 20, 2014

The Walking Dead-ის დღევანდელი სერიის შოკისმომგვრელი დასასრული!

    მთელი სერია ყუადღების ცენტრში იყო. კაი დღე ჰქონდა ე.ი რაღაც უნდა  დამართნოდა. :დ
 Spoiler Alert!!!
 ტერმინუსის სასტავი დაბრუნდა მოკლედ. ოღონდ ეხლა ნაღდი კანიბალები, რომლებმაც ბობის ფეხის დაგემოვნება გადაწყვიტეს.

Sunday, October 19, 2014

Death Of Wolverine-ის მიმოხილვა

    2013 წელს როდესაც გამოცხადდა, რომ ვოლვერინი თავის ,,გამოჯანმრთელების ეფექტს" (healing factor) კარგავდა, ყველამ გაიფიქრა, რომ საბოლოოდ სიკვდილის პირას მიჰყავდათ. ანუ ის გახდა ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც შემორჩა გარკვეული სუპერ ძალები, მაგრამ გარეშე ფაქტორები მის სხეულზე ბუნების კანონების შესაბამისად მოქმედებენ. მოკლედ, ყველა ვიცოდით რომ სიკვდილი კარზე აკაკუნებდა, მაგრამ რა ფორმით და როდის აქ კითხვის ნიშანი გვქონდა.
    ბევრი სპოილერია შიგნით ამ კომიქსის მე-4 ნომრიდან. ასე რომ გადაიკითხეთ უცბათ კომიქსი და მოდით ისევ აქ. :დ

    ამ მინისერიებში ვნახავთ, რომ ვიღაცას ნადირობა აქვს გამოცხადებული ლოგანზე. თვითონ ლოგანმა იფიქრა, რომ ,,გამოჯანმრთელების ფაქტორი" რადგანაც აღარ აქვს ვიღაცას სურს მისი სიკვდილი. მარა საქმე სხვა რამეში იყო. სინამდვილეში ის ცოცხალი უნდოდათ და თუ რატომ ეს სწორედ ბოლო თავში გამოვლინდა.

    ის ტიპი, ვინც ნადირობა გამოაცხადა ლოგანზე და მკვლელების მთელი ჯგუფი დაიქირავა აღმოჩნდა მისი შემქმნელი ექიმი აბრაამ კორნელიუსი. ეს კონრელიუსი იდეენი ტიპია და სამყაროს ,,გაკეთილშობილება" უნდოდა. კონრელიუსი თურმე ექსპრიმენტებს ატარებდა ადამიანებზე, რათა შეექმნა სრულყოფილი ჯარისკაცები ან სუპერ გმირები. ამ ექსპერიმენტისთვის ყველაფერი მზად ჰქონდა ძვირადღირებული ადამანტიუმის ჩათვლით გარდა ერთი ინგრედიენტისა - ლოგანის ,,გამოჯანმრთელების ეფექტი". სინამდვილეში ეს ეფექტი თავად ლოგანსაც დაკარგული აქვს უკვე... ეს რო გაიგო ექიმმა გაცოფდა, მარა ექსპერიმენტი მაინც დაიწყო. ნუ როგორც ყველა სუპერ გმირი მოიქცეოდა, ლოგანიც შეეცადე ადამიანების გადარჩენას, რომლებზედაც ტარდებოდა ეს ექსპერიმენტი და თავისი კლანჭებით დახეთქა ადამანტიუმის საცავი. მთელი სითხე ლოგანს დაესხა სხეულზე...
   
      ისმის კითხვა: მოკვდა კი სინამდვილეში ლოგანი?
   ცნობილი ამბავია, რომ კომიქსებში სიკვდილი არ ნიშნავს, რომ ამ პერსონაჟზე აღარ დაიწერება კომიქსი. მარა როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს მარველს უნდა გააოცოს მკითხველი და კაი ხანი არ დააბრუნოს ვოლვერინი. მე პირადად, ვიცი რო დააბრუნებენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ლაბორატორიაში რაღაც კაფსულები იყო დარჩენილი, რომელიც მთლად healing factro-ს ვერ ანაცვლებს მარა იმუნიტეტს აძლიერებს. ასევე შეიძლება ადამანტიუმის გადასხმით პირიქით გამოცოცხლდეს მიძინებული უნარ-ჩვევები და დაუბრუნდეს ძველი იმუნიტეტი. მოკლედ ეს ყველაფერი მომავლის საკითხია. მანამდე კი გაიხარეთ იმით, რომ ლოგანი ღირსეულ გმირად წავიდა ამ ქვეყნიდან. ! :D



 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo