Thursday, October 16, 2014

Röyksopp - ჰაეროვანი სოკოები.


Röyksopp - ნორვეგიული ჯგუფი გახლავთ 1998 წელს შექმნილი. ორ წევრიანი ჯგუფი გახლავთ: ბრუნდტლანდი და ბერგე. ეს ორი ადამიანი ბავშვობიდან იცნობდა ერთმანეთს. (სკოლელები იყვნენ) მსგავსი გემოვნება ჰქონდათ ფილმებში, მუსიკაში, ელექტრონიკაში... ბევრჯერ სცადეს თავიდან საკუთარი ხელწერა
დაეტოვებინათ ელექტრონულ მუსიკაში.
ექსპერიმენტებს ატარებდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახით 2001 წელს გამოვიდა მათი სადებიუტო ალბომი სახელად: Melody A.M. ჯგუფს აქვს ერთი გრემის ჯილდოც. :) 
            ბენდი დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას. 2014-ში ახალი ალბომიც გამოუშვეს. შესანიშნავია!!
          Röyksopp  არის ნორვეგიული სიტყვა. Roy ნიშნავს ღრუბელს, ხოლო sopp სოკოს. ერთიანობაში სიტყვა კი აღნიშნავს სოკოს ერთ-ერთი სახეობის დასახელებას, რომელიც ქართულად ესე გამოითქმის: ფშუკურა სოკო. :დ ინტერნეტში თუ ნახავთ ვიდეოებს როგორ პონტია იცი, სოკოს დაადგამ ფეხს თუ არა სპორებად იშლება, რომლებიც ღრუბელს გავს. :დ :დ

    არ მიყვარს პოსტის ვიდეობით გადაჭედვა. ვინც დაინტერესდება იუთუბზე მიბრძანდით და მოუსმინეთ. 

       

0 comments:

Post a Comment

 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo