Friday, October 17, 2014

Pavlov's Dog ანუ რა სიამოვნებას იკლებდი აქამდე



    70-იანი წლების კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი პროგრესივ როკის წარმომადგენელი. პირველი ალბომი Pampered Menial 75-ში გამოუშვეს. სულ 6 ალბომი აქვთ. სხვათაშორის ბოლო ალბომი 2010 წელს გამოუშვეს, როცა დაშლილი ჯგუფი ძლივს შეკოწიწდა და ჩაწერის მერე ისევ დაიშალა. :დ 
    პირველ ალბომში არის ესეთი სიმღერა ,,Theme from Subway Sue". სიმღერის სათაური ლირიკასთან არავითარ კავშირში არაა. რეალური ისტორია ესეთია: ნუ ვოკალი ხო თავისებურია ბაზარი არაა. ან შეგაყვარებს თავს ან შეგაძულებს, ჰოდა პროდუსერმა ვოკალისტის სიმღერა გაიგო არასწორად, ლირიკა რა. მას მოესმა "And Subway Sue will find out where we're going". კაცი გაოცდა რა ჯანდაბაა ,,subway sue" რა უნდათ ვაფშეო. არადა რეალურად ლირიკაა ესეთი:  "And someday soon, we'll find out where we're going" :დ :დ    ჰოდა ხუმრობა-ხუმრობაში შემორჩა ეს სახელი სიმღერას.

0 comments:

Post a Comment

 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo