Tuesday, April 22, 2014

Pink Floyd - Jugband blues. სიდ ბარეტის შედევრი!

ეს პოსტი მომაწოდა ერთმა მელომანმა ადამიანმა, რომელიც თბილისის ფორუმზე მოღვაწეობს და აქვს დიდებული თემა შექმნილი: http://forum.ge/?f=21&showtopic=34504030 (ზუსტად ვაკოპირებ მის მიმოხილვას)

,,მეგობარო ბევრი ვიფიქრე რით დაგხმარებოდი და უცებ გამახსენდა ერთი ტრეკი, არა-არა ეს ტრეკი არაა და არც სიმღერა- ეს 3 წუთიანი შედევრია .........
დიახ-დიახ შედევრი.......
ეს ბოლო ჩანაწერია, რომელიც დიდმა სიდმა დიდ ფლოიდებთან ერთად ჩაწერა.........
მოკლედ ასე იყო: თუ არ ვცდები 1968 წლის გაზაფხული იყო Pink Floyd -ის ორიგინალურ შემადგენლობას უკვე ძალიან უჭირდა სიდთან ურთიერთობა, გილმორიც მოწვეული ჰყავდათ და ხუთნი ცდილობდნენ დაკვრას... სტუდიაში მოვიდა სიდი ახალი მასალით ხელში იღებს გიტარას და რამდენიმე აკორდს იღებს და დანარჩენებს ეკითხრბა -მიხვდით ყველაფერს?
დანარჩენები თანხმობის ნიშნად იწყებენ დაკვრას, მაგრამ არაფერი გამოდით, ვინაიდან სიდი განსხვავებულ აკორდებს და განსხვავებულ ტემპში უკრავს........ასე გაგრძელდა რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე სიდი კითხულობდა -მიხვდით ყველაფერსო?....მეცხრე თუ მეათე ცდის შემდეგ როჯერ ვუტერსმა თქვა-მე ყველაფერს მივხვდიო და დემონსტრაციულად დადო გიტარა და გავიდა ეს მისი და სიდის ბოლო ერთად დაკვრა იყო......ეს ნამდვილად ესე იყო თუ არ არ ვიცი მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს შედევრი ბოლო ერთობლივი ნამუშევარია........"
   

           დიდი მადლობა Meragur-ს ამ საინტერესო ვიდეოსთვის. კიდევ კარგი მასალა მომაწოდა Pink Floyd - A Saucerful Of Secrets 1968 ეს ალბომი. მაგრამ აქ რომ დავდო ეგრე დამბლოკავს გუგლი საავტორო უფლებების დარღვევისთვის, თუ ვინმეს დააინტერესებს მომწეროს ფბ-ზე და მივცემ ლინკს. :)
   

0 comments:

Post a Comment

 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo