Tuesday, November 4, 2014

Gotham "Penguin's Umbrella" - მიმოხილვა

  
    გოთემის მეშვიდე სერია სახელწოდებით "Penguin's Umbrella", ალბათ ამ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო სერიად დარჩება. რაც აქამდე ვიცოდით მოქმედ გმირებზე ეს მითები მთლიანად დაიმსხვრა და წარმოდგენები შეგვეცვალა. თუნდაც მონტოია და ალენის მაგალითი - მოკლედ კაი ტიპები აღმოჩნდნენ, პინგივინი გენიოსი აყვანილი კვადრატში გახდა. მხოლოდ ბარბარა დარჩა ქერა სულელ ლამაზმანად. 


    პინგივინის დიდებით შესვლამ პოლიციის შენობაში იხსნა ჩვენი დეტექტივები დაკავებისგან. თუმცა დაკავება აჯობებდა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. პინგივინის გამოჩენა დონ ფალკონეს ყურებამდე მივიდოდა,
დაიწყებოდა კლანებს შორის დაპირისპირება, რომელიც ყველაზე მეტად Fish Moone-ის აწყობდა.


    ყველაზე მაგარი მომენტი ამ სერიაში იყო ის, რომ ფალკონე და პინგივნი ერთ თამაშს თამაშობენ თურმე. ბებერი განგსტერი არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა, როგორც ეს მთელი სეზონიდან ჩანს. ქათმების მოვლის და გემრიელი კექსების დაგემოვნების გარდა თურმე მთელი გეგმა ჰქონია ტიპს და ხელში ისეთი კოზირი უჭირავს მის სიმშვიდეს 100 პროცენტით რომ ამართლებს.
    ამ ეპიზოდში ასევე ფარდა აეხადა გოთემის პოლიციის კორუფციას. საბოლოოდ პატიოსანი პოლიციელების მცირე რაოდენობას მონტოია და ალენიც შეურთდნენ. Victor Szasz-ის შემოსვლამ პოლიციის განყოფილებაში განავლის სუნი დააყენა და ორმოცდაათამდე პოლიციელმა მარტო დატოვა კრიმინალთან სადუელოდ მათი კოლეგა.

    სერიალია სულ უფრო და უფრო ცდილობს კავშირი დაგვანახოს დამპალ სისტემასა და გამძვინვარებულ კრიმინალს შორის, რათა ბეტმენის გამოჩენა ლეგიტიმური გახდეს?! ქალაქის მოდელი კარგათ არის გაკეთებული და წარმოჩენილია მისი ბნელი მხარეები. ალბათ თანამედროვე სოდომი და გომორის აღწერას ისევ ამგვარი გოტემი ჯობია...  ზოგადად ბეტმენის ფენომენიც ხომ იმას ნიშნავს კომიქსებში, რომ ეს ბეტმენი ემსახურება ბალანსის მიღწევას სიკეთესა და ბოროტებას შორის. სწორედ ამის გამო ჯოკერი არასდროს არ კვდება კომიქსებში, ბეტმენის სიკეთესთან ერთად პარალელურად ბოროტებაც უნდა არსებობდეს, რათა ხალხმა იცოდეს განსხვავება მათ შორის.
    მე უფრო ბრიუსის პერსონაჟი მაინტერესებს როგორ განვითარდება. ,,ნუ მექცევი ბავშვივით“ ეს ფრაზა წარმოთქვა გორდონთან საუბრისას. ვნახოთ რა გამოვა... ყველაფერი მაინც ომისკენ მიდის, პინგივნის წინასწარმეტყველება ახდება.

მოკლედ რომ ვთქვათ აღსანიშნავი მოვლენები:
1.      საბოლოოდ გაირკვა ვინ ვინ არის
2.      Victor Szasz სწორედ ისეთი საზიზღარი არსებაა როგორიც უნდა იყოს
3.      პინგივნი გენიოსი რუხი კარდინალია, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ფლობს
4.      დონ ფალკონე ისევ სერიოზულ ძალად რჩება
5.      Fish Mooney ისევ ყველაზე უგემოვნო გმირია ჩაცმის კუთხით :დ

0 comments:

Post a Comment

 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo